შსს-ს აკადემიის წარმომადგენლებმა ევროპის პოლიციის კოლეჯთა აღმასრულებელ საბჭოს სხდომაში მონაწილება მიიღეს   2017-03-07

შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ, აკადემიის წარმომადგენელთან ერთად, ქალაქ პრაღაში,  ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომაში  მონაწილება მიიღო.

 

გივი მიქანაძე  აღმასრულებელი საბჭოს წევრებს მიგრაციის თემაზე მიმდინარე წლის 3-4 მაისს საქართველოში დაგეგმილი საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო საკითხებზე ესაუბრა.

 

შსს-ს აკადემიის ინიციატივით, ევროპის პოლიციის კოლეჯთა ასოციაციის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში, რომელიც თბილისში 5 მაისს ჩატარდება,  განისაზღვრა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პოლიციის აკადემიების გაწევრიანების განხილვის საკითხიც.