შსს-ს აკადემიის რექტორმა აკადემიის წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა   2017-03-20

შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ  საპოლიციო რეგულირების სფეროში საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის და სამართლის საბაკალავრო პროგრამის  2016-2017 წლის პირველი სემესტრის ყველაზე წარჩინებული მაგისტრანტი, სანდრო ჯანელიძე და მეორე კურსის სტუდენტი, ლიდა ხადილაშვილი სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

 

სანდრო ჯანელიძემ აკადემიის რექტორს მადლობა გადაუხადა. „ჩემი არჩევანის მთავარი მიზეზი გახლდათ ის, რომ აღნიშნულ პროგრამას ქართულ რეალობაში ანალოგი არ გააჩნია. სამაგისტრო პროგრამაზე სწავლა არის სრულიად უფასო და რაც მთავარია, თეორიულ ცოდნასთან ერთად იღებ პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამართალდამცავ სტრუქტურებში მუშაობისათვის. ერთი  სემესტრის შემდეგ უკვე ვფიქრობ, რომ აკადემიამ ჩემი მოლოდინი მაქსიმალურად გაამართლა და ვთვლი, რომ თავის დროზე სწორი არჩევანი გავაკეთე“, - განაცხადა წარჩინებული მაგისტრანტმა.