შსს-ს აკადემიაში ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებულ სასამართლო პროცესი გაიმართა   2017-04-11

შსს-ს აკადემიის იმიტირებული სასამართლო დარბაზში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტისა და აღმოსავლეთ-დასავლეთ მართვის ინსტიტუტის პროგრამის  - „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში, ოჯახში ძალადობის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესი  გაიმართა.

 

იმიტირებულ პროცესში  შსს-ს აკადემიის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის  წარმომადგენლებმა  მიიღეს მონაწილეობა.

 

იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ორი გამარჯვებული გამოვლინდა: საუკეთესო დაცვის მხარედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დასახელდა, ხოლო  საუკეთესო ბრალდების მხარედ - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი. ინდივიდუალურად დაჯილდოვდნენ პროექტის საუკეთესო მონაწილეები და მომხსენებლები. მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ, ხოლო გამარჯვებულები იურიდიული ლიტერატურით დაჯილდოვდნენ.

 

აღნიშნული პროექტის მიზანია ოჯახში ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

შსს-ს აკადემიის იმიტირებული სასამართლო დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ სასამართლო სხდომათა დარბაზის ინტერიერთან. შესაბამისად, აკადემიის მსმენელებს საშუალება აქვთ, თეორიულ ნაწილთან ერთად, პრაქტიკული გადამზადების კურსი მაქსიმალურად რეალურ გარემოში გაიარონ.