შსს-ს აკადემიის ინსტრუქტორმა საერთაშორისო ტრენინგში მონაწილეობა მიიღო   2017-04-13

შსს-ს აკადემიის ინსტრუქტორმა მოლდოვაში, ქალაქ კიშინოვში, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ საერთაშორისო ტრენინგში მონაწილეობა მიიღო.

 

სწავლების მონაწილეებმა განიხილეს პრეზენტაცია თემაზე - „ადამიანის ფუნდამენტური უფლებები მესაზღვრეთათვის“.  მხარეებმა ერთმანეთს თავიანთ ქვეყნებში დამკვიდრებული მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. ტრენინგზე მიღებულ ცოდნას ინსტრუქტორები  მესაზღვრეთა მომზადების პროცესში გამოიყენებენ.

 

საერთაშორისო ტრენინგში ევროკავშირის წევრი და არაწევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

 

სასწავლო კურსის მიზანი იყო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სხვადასხვა სასწავლო მეთოდის გაცნობა და  უცხოური გამოცდილების გაზიარება.

 

სწავლება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარება საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში“ პროექტის  ფარგლებში განხორციელდა.