შსს-ს აკადემიის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა   2017-04-18

შსს-ს აკადემიის დელეგაციამ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში,  აღმოსავლეთ პარტნიორობის (EAP) ქვეყნების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

 

შეხვედრის  მიზანი იყო ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) მიერ შემუშავებული  ძირითადი კურიკულუმის (Common Core Curriculum CCC) მესაზღვრეთა სწავლებებში დანერგვა და ევროკავშირის მესაზღვრეთა საერთო სასწავლო პროგრამის (CCC)  თავსებადობის შეფასება.

შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს  მესაზღვრეთა საერთო ტესტირების მდგომარეობის შეფასების საკითხები, მათ შორის, ევროკავშირის წევრ და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, პროგრამის თავსებადობის შეფასების (IAP) ფარგლებში, მულტიპლიკატორთა ტრენინგი, მესაზღვრეთა შეფასების IT პლატფორმა, კერძოდ, ელექტრონული შეფასების ვებ-გვერდის  კითხვართა მომზადებისა და თარგმანის გაცნობის შესაძლებლობები.

 

მხარეები FRONTEX-ის  CCC-ის იმპლემენტაციასა და თავსებადობის შეფასების პროგრამის სამომავლო გეგმების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

 

ღონისძიება ევროკავშირის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) ორგანიზებითა და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) დაფინანსებით, პროექტის - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების შესაძლებლობების განვითარება საზღვრის ინტეგრირებული მართვის სფეროში“ ფარგლებში განხორციელდა.