შსს-ს აკადემიის რექტორი მოლდოვის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას ეწვია   2017-04-19

საქართველოს შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე, სამუშაო ვიზიტით,   ქალაქ კიშინიოვში,  მოლდოვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შტეფან ჩელ მარეს აკადემიას ეწვია. გივი მიქანაძე აკადემიის რექტორს, სიმიონ კარპს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა პრიორიტეტული საკითხი განიხილეს. გივი მიქანაძემ კოლეგებს საქართველოს შსს-ს აკადემიაში განხორციელებული, მიმდინარე და  სამომავლო პროექტები გააცნო. როგორც რექტორმა აღნიშნა, აკადემიის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს, რეგიონული თანამშრომლობის ფარგლებში,  საერთაშორისო სატრენინგო პროგრამების განვითარება წარმოადგენს, რაც პარტნიორი ქვეყნების, მათ შორის, მოლდოვის რესპუბლიკის პოლიციელებს სასწავლო კურსის საქართველოში გავლის შესაძლებლობას მისცემს.

 

შეხვედრის დასასრულს, გივი მიქანაძე და სიმიონ კარპი  საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის  სამართალდამცავ უწყებებს შორის საგანმანათლებლო სფეროში  ინტენსიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

 

ვიზიტის მიზანი იყო, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროების აკადემიებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში,  სამომავლო თანამშრომლობის  გაღრმავება.