« September 2010 »
SunMonTueWedThuFriSat
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
თბილისის 207-ე საჯარო სკოლისა და ანსამბლ ”მგზავრების” გუნდებმა ფეხბურთში იასპარეზეს   2010-06-11

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და შსს პოლიციის აკადემიის მხარდაჭერით თბილისის 207-ე საჯარო სკოლასა და ანსამბლ ”მგზავრების” გუნდებს შორის ფეხბურთში შეჯიბრება გაიმართა. შეხვედრას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და შსს პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე დაესწრნენ.

 

207-ე საჯარო სკოლის ფეხბურთის ნაკრებმა გასულ წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებულ თბილისის სკოლებს შორის ფეხბურთის ჩემპიონატში გაიმარჯვა. ასპარეზობის პირველ და მეორე ადგილზე გასულ გუნდებს შინაგან საქმეთა მინისტრმა პირადად გადასცა ჯილდოები.

 

11 ივნისს 207-ე სკოლის გუნდს გლდანის სხვა სკოლების მოსწავლეები გულშემატკივრობდნენ. შეხვედრის შემდეგ ბავშვებმა პოლიციის აკადემია დაათვალიერეს, გაეცნენ როგორ მიმდინარეობს აკადემიაში მანდატურთა მომზადების პროცესი.

 

ანალოგიური ერთობლივი ღონისძიებები და სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტების განხორციელების პროცესში სხვადასხვა უწყებებისა და ორგანიზაციების მხარდაჭერა ძალზე მნიშვნელოვანია. შსს პოლიციის აკადემიაში მოწყობილმა ამ კონკრეტულმა ღონისძიებამ მოზარდთა დიდი მოწონება დაიმსახურა. მსგავსი შეხვედრები სწავლასთან ერთად მომავალში ხელს შეუწყობს სპორტით მათ დაინტერესებას.