« September 2010 »
SunMonTueWedThuFriSat
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
შსს საპატრულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისა და პატრულ-ინსპექტორთა გადამზადების კურსები შსს აკადემიაში   2010-06-24

2010 წლის ივნისიდან შსს აკადემიაში დაიწყო შსს საპატრულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირებისა და პატრულ-ინსპექტორთა გადამზადების კურსები. აღნიშნული კურსები მიზნად ისახავს პოლიციელების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და ქართულ კანონმდებლობაში არსებული სიახლეების გაცნობას. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალ საპროცესო კოდექსს.

 

მოცემულ ეტაპზე აღნიშნული კურსი პატრულ-ინსპექტორთა ორმა ნაკადმა დაასრულა. კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადასცეს და წარმატებები უსურვეს შსს საპატრულო დეპარტამენტის დირექტორმა ბ-ნმა გოგა გრიგალაშვილმა, დირექტორის მოადგილემ ბ-ნმა ალექსანდრე ბოლქვაძემ, შსს აკადემიის რექტორმა ქ-ნმა ხატია დეკანოიძემ და პრორექტორმა ბ-ნმა შოთა ნიჟარაძემ.