« September 2010 »
SunMonTueWedThuFriSat
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ექსპორტის კონტროლის ლიცენზირების ელექტრონული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის ტრეინინგი   2010-06-28

 

2010 წლის 28-30 ივნისს შსს აკადემიაში აშშ საელჩოს ორგანიზებით ტარდება ექსპორტის კონტროლის ლიცენზირების ელექტრონული სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის (Tracker) ტრეინინგი. კურსს მოწვეულ ექსპერტთან ქ-ნ როზიტა პეტროვთან ერთად უძღვებიან საქართველოს ფინანსთა, ეკონომიკური განვითარების, თავდაცვის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროების წარმომადგენლები, რომლებმაც აღნიშნული მასალა ინსტრუქტორთა მომზადების ტრეინინგზე გაიარეს. მოწვეული ექსპერტი მათ სასწავლო მასალის დასრულებაში დაეხმარება და სასწავლო კურსის მიმდინარეობას დააკვირდება.

 

კურსი მიზნად ისახავს ზემოთ აღნიშნული სამინისტროების იმ წარმომადგენელთა მომზადებას, რომლებიც Tracker-ის სისტემის მომხმარებლები არიან.