« September 2010 »
SunMonTueWedThuFriSat
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ტრეინინგის მესამე ეტაპი დასრულდა   2010-07-02

2 ივლისს შსს აკადემიაში ახალი სისხლის სამართლის საპროცესოკოდექსის ტრეინინგის მესამე ეტაპი დასრულდა. აღნიშნული კურსი მიზნად ისახავს შსს თანამშრომლებისთვის ქართულ კანონმდებლობაში შესული ცვლილებებისა და სიახლების გაცნობას. ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ძალაში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან შევა.

 

აღნიშნულ ეტაპზე მომზადება გაიარეს თბილისისა და რეგიონების თანამშრომლებმა. კურსდამთავრებულები საკუთარ რეგიონებში ანალოგიურ კურსს ჩაუტარებენ მათ თანამშრომლებს.