მიმდინარე წლის 7 ივლისს შსს აკადემიაში დაიწყო სისხლის სამართლის საქმის წარმოების ინტეგრირებული მართვის კურსი. კურსი ოთხდღიანია და მიზნად ისახავს მოქმედი გამომძიებლებისთვის სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული სისტემის მოხმარების შესაწავლას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქმის წარმოების ეფექტურობის გაზრდას.
პირველ ეტაპზე მომზადებას გაივლის 60 გამომძიებელი თბილისის სხვადასხვა რაიონიდან. ეტაპობრივად დაგეგმილია შსს თანამშრომელთა მომზადება საქართველოს სხვა რეგიონების მასშტაბით.
|