« September 2010 »
SunMonTueWedThuFriSat
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
იმიტირებული სასამართლო სხდომათა დარბაზის საზეიმო გახსნა შსს აკადემიაში   2010-07-19

2010 წლის 19 ივლისს საქართველოს შსს აკადემიაში გაიხსნა იმიტირებული სასამართლო სხდომათა დარბაზის. პროექტი აშშ საელჩოს დაფინანსებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

ახალი საპროცესო კოდექსის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით შსს შესაბამისი უწყების თანამშრომლები იმიტირებული სასამართლო სხდომების სახით სპეციალურ ტრეინინგს ეტაპობრივად გაივლიან. დარბაზი შსს თანამშრომლებს საშუალებას მისცემს თეორიულ ნაწილთან ერთად პრაქტიკული გადამზადების კურსი მაქსიმალურად რეალურ პირობებში გაიარონ.

იმიტირებულ სასამართლო სხდომათა დარბაზში შსს მოქმედი თანამშრომლების გარდა მომზადებას გაივლიან შსს აკადემიის საბაზისო კურსების მსმენელებიც.

დარბაზი აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და მაქსიმალურად მიახლოებულია რეალური სასამართლო სხდომათა დარბაზის ინტერიერთან.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საპატიო სტუმრები აშშ საელჩოდან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ამერიკის იურისტთა ასოციაციიდან და შინაგან საქმეთა სამინისტროებიდან.

აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქართველი პოლიციელების კვალიფიკაციის ასამაღლებლად და მომავალი პროფესიონალი კადრების მისამზადებლად.