2010 წლის 19 ივლისს დიდი ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით საქართველოს შსს აკადემიაში დაიწყო საერთაშორისო ტრეინინგის ერთ კვირიანი კურსი ექსკლუზიური ეკონომიკური ზონის შესახებ. სწავლებას უძღვება დიდი ბრიტანეთიდან მოწვეულ ექსპერტთა ჯგუფი.
განიხილება ისეთი თემები, როგორებიცაა :
საერთაორისო საზღვაო სამართალი, ოკეანოგრაფია, სანაპიო დაცვის სამსახურის როლი, ძებნა-გადარჩენა, საბაჟო სამსახური და საბაჟო წესების გვერდის ავლით ტვირთების გადატანასთან ბრძოლა, ბრიტანეთის საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახურები,გემისა და პორტების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები, გემების აგებულება, ზღვაში ნავთობის გაჟონვაზე რეაგიება და ა.შ.
ტრეინინგს ესწრებიან უკრაინის და საქართველოს სახვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები, კერძოდ სანაპირო დაცვა, სამიგრაციო , საბაჟო სამსახურები და პორტის ადმინისტრაცია.
|