« September 2010 »
SunMonTueWedThuFriSat
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
ჩვენს შესახებ
ისტორია

 

ი ს ტ ო რ ი ა

 

პირველი საგანმანათლებლო სკოლა შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში
1925 წელს (სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის გადაწყვეტილებით) შეიქმნა. მისი პირველი კონტიგენტი 61 მსმენელს შეადგენდა.


მილიციის სკოლა 1934 წელს (ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის გადაწყვეტილებით) მილიციის ხელმძღვანელი კადრების მომზადების ძირითად ცენტრად ჩამოყალიბდა.


1978 წლიდან მილიციის სკოლას მიენიჭა უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი.


1994 წელს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილებით მილიციის უმაღლესი სკოლის ბაზაზე შეიქმნა საქართველოს შსს აკადემია.


საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 6 ნოემბრის #458 ბრძანებულების შესაბამისად აკადემიას მიენიჭა საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსი.


დღესდღეობით შსს აკადემია ახორციელებს შს სამინისტროს თანამშრომლების მომზადებისა და გადამზადების კურსებს.