« September 2010 »
SunMonTueWedThuFriSat
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
სასწავლო პროცესი
შინაგანაწესი

 

        ,,დამტკიცებულია

 

სსიპ _  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს

აკადემიის რექტორის 2009 წლის 16 ოქტომბრის

 # 587  ბრძანებით

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ საქართველოს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის

შინაგანაწესი

 

 

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

 

1. ს.ს.ი.პ. – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შემდგომში `აკადემია”) შინაგანაწესი შემუშავებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 72-ე და 73-ე მუხლების შესაბამისად და ვრცელდება აკადემიის თანამშრომლებზე და მსმენელებზე.

 

2. აკადემიის შინაგანაწესის მიზანია:

ა) აკადემიის თანამშრომელთა ფუნქციების სრულყოფილად განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;

ბ) თანამშრომელთა და მსმენელთა დისციპლინის დაცვის უზრუნველყოფა;

გ) სამუშაოს და სწავლების დროის რეგულირება და რაციონალური გამოყენება;

დ) სასწავლო პროცესის რეგულირება.

 

3. აკადემიის შინაგანაწესით განისაზღვრება თანამშრომელთა შრომისა და დასვენების რეჟიმი, ხელფასის გაცემის დრო და ადგილი, სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი, მსმენელთა აკადემიაში ჩარიცხვის წესი და პირობები, სასწავლო პროცესის ფორმები და რეჟიმი, მსმენელთა ცოდნის  შეფასების სისტემა და კრიტერიუმები, მსმენელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ფორმები და საფუძვლები, აკადემიის თანამშრომელთა და მსმენელთა ქცევის ზოგადი წესები.

 

მუხლი 2. სამუშაო დროის დასაწყისი, დასასრული და შესვენების დრო

 

1. სამუშაო დრო იწყება 09:30 საათზე და მთავრდება 18:30 საათზე.

 

2. სამუშაო დღის განმავლობაში შესვენების დრო განისაზღვრება 1 საათით, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე, სასწავლო დანაყოფების თანამშრომლებისათვის მეცადინეობების განრიგის გათვალისწინებით სასწავლო ნაწილის მიერ დადგენილი გრაფიკით.

 

3. ხელშეკრულებით მოწვეული პედაგოგების სამუშაო დრო განისაზღვრება სასწავლო გეგმით გათვალისწინებული დატვირთვის შესაბამისად.

 

4. დასვენების დღეები არის: შაბათი, კვირა და საქართველოს კანონმდებლობით დაწესებული უქმე დღეები.

 

5. თუ საწავლო გეგმით შაბათს გათვალისწინებულია სწავლება,  სასწავლო პროცესში ჩართული თანამშრომლების სამუშაო დრო შაბათს განისაზღვრება მეცადინეობების გრაფიკით. ასეთი შემთხვევაში სასწავლო პროცესში ჩართული თანამშრომლების სამუშაო დრო კვირის სხვა დღეებში მცირდება 1 საათით (შაბათს მუშაობის საათების რაოდენობის გათვალისწინებით).

 

მუხლი 3. აკადემიის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება

 

1. აკადემიის საშტატო ერთეულზე დანიშნულ თანამშრომელთა შრომის ანაზღაურება (ხელფასი) შედგება თანამდებობრივი სარგოს, პრემიისა და კანონმდებლობით დადგენილი დანამატებისაგან.

 

2. ხელშეკრულებით დაქირავებული თანამშრომლების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

 

3. აკადემიის თანამშრომლებზე ხელფასი გაიცემა თვეში ერთხელ მესამე დეკადაში საბანკო დაწესებულების მეშვეობით.

 

 

მუხლი 4. სამსახურში გამოუცხადებლობის შეტყობინების წესი 

 

1. წინასწარ ცნობილი მიზეზებით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია უშუალო უფროსს წინასწარ აცნობოს სამსახურში არყოფნის პერიოდი და მიზეზი. ქალაქიდან გასვლის ან უფროსის მოთხოვნის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია წინასწარ წერილობითი პატაკ

ით მოახსენოს რექტორს ან პრორექტორს არგამოცხადების პერიოდი, მიზეზები და შესაბამისი აუცილებლობა.

 

2. წინასწარ უცნობი მიზეზით სამსახურში გამოუცხადებლობის შემთხვევაში თანამშრომელი ვალდებულია შეძლებისდაგვარად სამსახურში გამოცხადებამდე აცნობოს უშუალო უფროსს გამოუცხადებლობის მიზეზი და სავარაუდო პერიოდი. სამსახურში გამოცხადების შემდეგ თანამშრომელმა უშუალო უფროსის მოთხოვნისთანავე უნდა წარუდგინოს მას წერილობითი მოხსენებითი ბარათი.

 

3. თანამშრომლის პასუხისმგებლობა სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით.

 

 

მუხლი 5. სამსახურში დაგვიანება

 

1. ერთი თვის განმავლობაში თანამშრომლის არასაპატიო მიზეზით ორი (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) და მეტი დაგვიანება იწვევს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

2. თუ თანამშრომელს აქვს მოქმედი დისციპლინური ზომა, შესაძლებელია დადგეს მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი, რომლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს რექტორი (პრორექტორისა – მინისტრი).

 

3. თანამშრომლის (მათ შორის მოწვეული პედაგოგის) არასაპატიო მიზეზით დაგვიანება, რასაც მოყვება სასწავლო პროცესის შეფერხება ან ჩაშლა, იწვევს შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვას ან დისციპლინური პასუხისმგებლობის სხვა ზომის შეფარდებას.

 

 

მუხლი 6. აკადემიის თანამშრომელთა ქცევის ზოგადი წესები 

 

1. აკადემიის თანამშრომლები ვალდებული არიან:

ა) დროულად გამოცხადნენ სამსახურში;

ბ) სამუშაო დღის (დღის ნაწილის) საპატიო მიზეზით შესაძლო გაცდენის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე წინასწარ აცნობონ უშუალო უფროსს;

გ) დაიცვან დისციპლინა, როგორც შსს აკადემიაში, ასევე მის გარეთ;

დ) დაიცვან პროფესიული ეთიკის, ზნეობისა და სუბორდინაციის ნორმები;

ე) სათანადო ყურადღება მიაქციონ ჩაცმულობასა და გარეგნულ ფორმას;

ვ) სათანადოდ მოეპყრონ აკადემიის ინვენტარსა და ტექნიკურ მოწყობილობებს;

ზ) დაიცვან სახანძრო უსაფრთხოებისა და სანიტარული წესები;

თ) შეასრულონ აკადემიის ხელმძღვანელობისა და უშუალო უფროსის ბრძანებები და მითითებები.

 

2. შსს აკადემიაში ლექციებზე  პედაგოგებს ეკრძალებათ მობილური ტელეფონით სარგებლობა.

 

3. აკადემიაში აკრძალულია თამბაქოს მოწევა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა.

 

მუხლი 7. აკადემიის თანამშრომელთა წახალისება და დისციპლინარული პასუხისმგებლობა

 

1. აკადემიის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობათა შესრულებისათვის და კეთლისინდისიერი სამსახურისათვის გამოიყენება წახალისების შემდეგი სახეები;

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) ფულადი პრემია;

გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოვება.

2. აკადემიის თანამშრომელთა დისციპლინარული პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობითა და აკადემიის შინაგანაწესით.

3. შინაგანაწესის დარღვევისა და სხვა გადაცდომის გამო, დისციპლინარული პასუხისმგებლობის სახეებია:

ა)შენიშვნა;

ბ)საყვედური;

გ)სასტიკი საყვედური;

დ) შრომის ანაზღაურების 3%-დან 10%-მდე დაქვითვა;

ე) სამსახურიდან დათხოვნა.

4.თანამშრომლის სამსახურიდან განთავისუფლება შეიძლება შინაგანაწესის უხეში დარღვევისათვის და შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.

 

მუხლი 8. სასწავლო პროცესი

 

1. აკადემია სწავლებას ახორციელებს შემდეგ კურსებზე:

 

ა) პოლიციის თანამშრომელთა სპეციალური მომზადების კურსები;

ბ) პოლიციის თანამშრომელთა გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები;

გ) საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსები;

დ) უბნის ინსპექტორთა სპეციალური საბაზისო მომზადების კურსები;

ე) სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა მომზადებისა და გადამზადების კურსები;

ვ) დაწინაურების კანდიდატთა სპეციალური გადამზადების კურსები;

ზ) წვევამდელთა სპეციალური მომზადების კურსები;

თ) პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების კურსები;

ი) ექსპერტ-კრიმინალისტთა თეორიული მომზადების კურსები;

კ) იარაღის გამოყენებისა და შენახვის წესების მოსამზადებელი სპეციალური კურსი;

ლ) სპეციალური სამსახურების თანამშრომელთა მომზადების კურსები;

მ) სპეციალური სამსახურების თანამშრომელთა გადამზადების კურსები;

ნ) დეტექტივ-გამომძიებლების და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების სპეციალური გადამზადების კურსები.

 

2. აკადემია ასევე ახორციელებს სხვადასხვა უწყების თანამშრომელთა და სტაჟიორთა მომზადებას ხელშეკრულების  საფუძველზე.

 

3. კურსების ხანგრძლივობა, მეცადინეობების დაწყების, დამთავრებისა და შესვენების დრო, მეცადინეობათა სახეები და რაოდენობა, ჩათვლა-გამოცდების ფორმა და რაოდენობა განისაზღვრება აკადემიის რექტორის მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმით.

 

 

მუხლი 9. კურსებზე მსმენელთა ჩარიცხვის წესი და პირობები

 

1. პოლიციისა და სპეციალური სამსახურების თანამშრომელთა მომზადების კურსებზე ჩაირიცხებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შერჩეული კანდიდატები.

 

2. პოლიციისა და სპეციალური სამსახურების თანამშრომელთა გადამზადების კურსებზე ჩაირიცხებიან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოვლენილი მოქმედი თანამშრომლები.

 

3. საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სპეციალურ საბაზისო მომზადების კურსებზე კანდიდატები ირიცხებიან ტესტირებისა და გასაუბრების გავლის შემდეგ. აკადემიაში ტესტირებისა და გასაუბრების გასავლელად კანდიდატებს წარადგენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანდიდატების შერჩევა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული კონკურსის საფუძველზე.

 

4. აკადემიაში ტესტირებას და გასაუბრებას ატარებს კომისია, რომლის შემადგენლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით განსაზღვრავს აკადემიის რექტორი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანდიდატების შერჩევა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩატარებული კონკურსის საფუძველზე.

 

5. ტესტი შედგება ზოგადი უნარების 100 კითხვისგან. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით,  არასწორი პასუხი ფასდება 0 ქულით. კანდიდატს ტესტირება გავლილად ეთვლება, თუ მან მიიღო 45 და მეტი ქულა.

 

6. ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კანდიდატი გადის გასაუბრებაზე. გასაუბრების შემდეგ, კანდიდატის ცოდნის, პროფესიული და პიროვნული თვისებების გათვალისწინებით კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) კანდიდატი ჩაირიცხოს აკადემიაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა სპეციალურ საბაზისო მომზადების კურსებზე;

ბ) კანდიდატს უარი ეთქვას აკადემიაში ჩარიცხვაზე.

 

7. სპეციალური სამსახურების თანამშრომლების მომზადების კურსებზე ჩაირიცხებიან შს სამინისტროს კონტრდაზვერვის, კონსტიტუციური უსაფრთხოებისა, სპეციალური ოპერატიული  დეპარტამენტებში და კონტრტერორისტულ ცენტრში მისაღები კანდიდატები ან გამოსაცდელი ვადით დანიშნული თანამშრომლები.

 

 

 

მუხლი 10. აკადემიის მსმენელთა ქცევის ზოგადი წესები

 

1. აკადემიის მსმენელები ვალდებული არიან:

 

ა) დაესწრონ ყველა მეცადინეობას;

ბ) მეცადინეობის საპატიო მიზეზით შესაძლო გაცდენის შემთხვევაში, წინასწარ აცნობონ აკადემიის სასწავლო ნაწილს და წარმოადგინონ სათანადო (ცნობა) დოკუმენტაცია;

გ) დაიცვან დისციპლინა შსს აკადემიის ტერიტორიზე;

დ) დაიცვან პროფესიული ეთიკის, ზნეობისა და სუბორდინაციის ნორმები;

ე) სათანადო ყურადღება მიაქციონ ჩაცმულობასა და გარეგნულ ფორმას;

ვ) სათანადოდ მოეპყრონ აკადემიის ინვენტარსა და ტექნიკურ მოწყობილობებს;

ზ) დაიცვან სახანძრო უსაფრთხოებისა და სანიტარული წესები;

თ) შეასრულონ სასწავლო პროცესთან და დისციპლინასთან დაკავშირებული აკადემიის სასწავლო ნაწილის მითითებები.

 

2. მსმენელს სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ეკრძალება მობილური ტელეფონით და კავშირგაბმულობის სხვა საშუალებით სარგებლობა.

 

3. აკადემიაში აკრძალულია თამბაქოს მოწევა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა.

 

 

 

 

 

მუხლი 11. მსმენელთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის 

           დაკისრებისა და კურსებიდან გარიცხვის წესი

 

1. სანიმუშო ყოფაქცევის, დისციპლინისა და აკადემიური მოსწრებისათვის მსმენელის წასახალისებლად გამოიყენება:

ა) ადრე დაკისრებული სახდელის ვადამდე მოხსნა;

ბ) მადლობის გამოცხადება.

 

2. მსმენელთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებია:

ა) შენიშვნა;

ბ) საყვედური;

გ) სასტიკი საყვედური;

დ) კურსებიდან გარიცხვა.

 

3. აკადემიის შინაგანაწესის და დისციპლინის დარღვევისათვის, შსს აკადემიის მსმენელისთვის ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ მიმართული შეუფერებელი საქციელისათვის გამოიყენება შემდეგი სახის სახდელები:

ა) მთელი დღის არასაპატიო მიზეზით გაცდენისათვის, ორჯერ დაგვიანებისათვის ან შინაგანაწესის დარღვევისათვის – შენიშვნა;

ბ) სისტემატიური დაგვიანებისთვის (სამი შემთხვევა), გამოცდის ან მეცადინეობებზე ქვიზების მიმდინარეობის დროს დამხმარე საშუალებების (მობილური, “შპარგალკა”, კარნახი) გამოყენებისათვის, სხვა დისციპლინური დარღვევისათვის - საყვედური;

გ) შინაგანაწესის უხეში დარღვევისათვის _ სასტიკი საყვედური;

დ) მსმენელი კურსებიდან შეიძლება გაირიცხოს:

 

კურსებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში (ორი და მეტი დღე);

დისციპლინის ერთჯერადი უხეში დარღვევისათვის;

ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ მიმართული შეუფერებელი საქციელისათვის;

დისციპლინური გადაცდომისათვის, თუ მსმენელის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.

 

 

4. მსმენელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხის დაყენება შეუძლია პედაგოგს, ფაკულტეტისა და აკადემიის სხვა დანაყოფის თანამშრომელს წერილობითი პატაკით. 

 

5. შსს აკადემიის შინაგანაწესის უხეში დარღვევისა და შეუფერებელი საქციელისათვის მსმენელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება ხდება სათანადო დასკვნის საფუძველზე, რომელსაც ამზადებს შსს აკადემიის ადმინისტრაცია.

 

6. დასკვნაში ასახული უნდა იყოს მსმენელის ვინაობა, დაბადების თარიღი, ჩადენილი გადაცდომისა და დამრღვევის ახსნა-განმარტების მოკლე შინაარსი, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საჭიროების დასაბუთება.

 

7. დისციპლინური პასუხისმგებლობა დაკისრებულ უნდა იქნეს ერთი კვირის ვადაში, ხოლო თუ მიმდინარეობს მოკვლევა _ მოკვლევის დასრულების დღიდან ერთი კვირის ვადაში. 

 

8. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების უფლება აქვს რექტორს.

 

9. დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა და ბრძანება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს მსმენელის პირად საქმეში (გადაიგზავნება შესაბამის საკადრო დანაყოფში).

 

10. გადამზადების კურსებზე მოვლენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი (მსმენელი) ირიცხება კურსებიდან, თუ იგი დაითხოვეს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. 

 

 

მუხლი 12. აკადემიის მსმენელთა შეფასების სისტემა და კრიტერიუმები

 

1. მსმენელებს სასწავლო გეგმით დადგენილ საგნებში უტარდებათ ჩათვლები და გამოცდები.

 

2. მსმენელთა საერთო შეფასება ხორციელდება 100 ქულიანი სისტემით:

ა) 60 ქულიანი სისტემით ფასდება საგნის ცოდნა;                                                                                                                                                    ბ) 30 ქულიანი სისტემით _ მსმენელის საკონტროლო ნამუშევრები (ქვიზები);

გ) 10 ქულიანი სისტემით _ მსმენელის აქტიურობა.                                                                                                                                                

 

3. მსმენელების აქტიურობის შეფასება ხორციელდება პედაგოგების მიერ მეცადინეობებზე. 

 

4. მსმენელის საერთო შეფასება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) თითოეული საგნის გამოცდაში მიღებული ქულებისაგან ხდება საშუალო ქულის გამოყვანა;                                                                         ბ) მეცადინეობებზე საკონტროლო ნამუშევრებში (ქვიზებში) მიღბული ქულებისგან ხდება საშუალო ქულის გამოყვანა; გ) მეცადინეობებზე აქტიურობაში მიღებული ქულებისაგან ხდება საშუალო ქულის გამოყვანა.

 

5. კურსების მიმდინარეობისას მსმენელები ეცნობიან რეიტინგულ მონაცემებს, რომელიც დგება მე-4 პუნქტით გათვალისცინებული პრინციპებით.

 

6. პრაქტიკის გავლისას პრაქტიკის ხელმძღვანელი (შესაბამისი უფლებამოსილი პირი) მსმენელზე წერს დასკვნას მისი პიროვნული და პროფესიული თვისებების პოლიციის თანამშრომლისათვის საჭირო თვისებებთან შესაბამობის შესახებ. უარყოფითი დასკვნის საფუძველზე მსმენელი ირიცხება კურსებიდან.  

 

7. კურსების მიმდინარეობის პერიოდში მსმენელთა პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევების   შემოწმება-შეფასებას ახორციელებს მონიტორინგის ჯგუფი, რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს რექტორი. პიროვნული და პროფესიული თვისებების პოლიციის თანამშრომლისათვის საჭირო თვისებებთან შეუსაბამობის შესახებ მონიტორინგის ჯგუფის დასკვნის საფუძველზე მსმენელი ირიცხება კურსებიდან. 

 

8. ტაქტიკური მომზადების გამოცდის შეფასება ხორციელდება თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში. თეორიული გამოცდა ფასდება 30 კითხვიანი ტესტით, რომელშიც თითო კითხვის სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით. პრაქტიკული გამოცდისას მსმენელები ასრულებენ ინსტრუქტორის მიერ მიცემულ დავალებას, რომელსაც 30 ქულიანი სისტემით აფასებს ინსტრუქტორი. ტაქტიკურ გამოცდაში მსმენელმა უნდა მიიღოს 35 და მეტი ქულა, ამასთან თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილში არანაკლებ 15-15 ქულა. 25-34 ქულის მიღებისას მსმენელმა უნდა გადააბაროს გამოცდის ის ნაწილი, რომელშიც მიიღო 17 და ნაკლები ქულა.

 

9. გამოცდაში 35 ქულაზე ნაკლების მიღების შემთხვევაში მსმენელს უფლება აქვს გადააბაროს გამოცდა:

ა) თუ საგნის საკონტროლო ნამუშვრებში (ქვიზებში) მიღებული აქვს 14 ქულა მაინც ან საგნის ბოლო ორ ქვიზში (საშუალოდ) 15 და მეტი ქულა;

ბ) თუ საგნის გამოცდაში მიღებული აქვს 25-34 ქულა.

 

10. მსმენელს აქვს გამოცდის ერთხელ გადაბარების უფლება არაუმეტეს ორ საგანში.

 

11. რექტორის მიერ დამტკიცებული სასწავლო გეგმით, ცალკეულ გამოცდებში შეიძლება  განსაზღვრული იყოს განსხვავებული გამსვლელი ქულა, მაგრამ არაუმეტეს 45 ქულისა. ასეთ შემთხვევაში მსმენელს გამოცდის გადაბარების უფლება აქვს 30-44 ქულის მიღებისას.

 

12.  სასწავლო გეგმით შეიძლება განსაზღვრული იყოს შუალედური გამოცდები, საშინაო დავალებები და საკურსო ნაშრომი (საქმის დაცვა). 

 

13. საცეცხლე მომზადების პრაქტიკულ სროლებში (თუ სასწავლო გეგმით არის გათვალისწინებული) მსმენელმა უნდა მიიღოს ჩათვლა. ჩათვლაზე მსმენელმა სამი გასროლიდან 2 უნდა შეასრულოს დადებითად (6-10 ქულიანი გასროლა).

 

14. საწავლო გეგმით განსაზღვრულ ჩათვლაში, რომელიც ტარდება ტესტირებით, მსმენელმა უნდა მიიღოს ტესტის კითხვათა ოდენობის არანაკლებ 58%, გარდა ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

15. ჩათვლაში უარყოფითი შედეგის შემთხვევაში მსმენელს აქვს ჩათვლის ერთხელ გადაბარების უფლება.

 

16. საკურსო ნაშრომის (საქმის) დაცვა ფასდება როგორც გამოცდა – 60 ქულიანი სისტემით. საკურსო ნაშრომის დაცვაში მსმენელი დადებით შეფასებას იღებს 35-60 ქულის მიღების შემთხვევაში. საკურსო ნაშრომის დაცვაში 35 ქულაზე ნაკლების მიღების შემთხვევაში მსმენელს აქვს გადაბარების უფლება, ამ მუხლის მე-9 პუნქტის გათვალისწინებით.

 

17. მსმენელი გამოცდაზე არ დაიშვება, თუ საშინაო დავალებების ნახევარში მაინც ვერ მიიღო დამაკმაყოფილებელი შეფასება.

 

18. დაწინაურების კანდიდატთა სპეციალური გადამზადების კურსებზე მსმენელთა შეფასება ხორციელდება შემდეგი წესით:


ა) კვალიფიკაციის შეფასება ხორციელდება ორი გამოცდით (50-50 ქულიანი სისტემა):

ინფორმაციის მოპოვება და რეალიზაცია (5 კაზუსი, მაქსიმალური ქულა 50);

ცალკეულ დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკა (5 კაზუსი, მაქსიმალური ქულა 50).


ბ) გამოცდაში მსმენელმა უნდა მიიღოს 30 და მეტი ქულა. გამოცდაში 20-29 ქულის მიღების შემთხვევაში მსმენლს აქვს გამოცდის გადაბარების უფლება. 


გ) ფსიქოლოგიური ტესტირების, გასაუბრებისა და კურსის მიმდინარეობისას დაკვირვების შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფსიქოლოგთა ჯგუფი აფასებს მსმენელთა პიროვნულ თვისებებსა და პროფესიულ უნარებს;


დ) პიროვნული თვისებებიდან და პროფესიული უნარებიდან ფასდება 5 მახასიათებელი – თითო  10 ქულიანი სისტემით: 

კომუნიკაბელურობა;

მოტივაცია;

ემოციური მდგრადობა;

ანალიტიკურ-ლოგიკური აზროვნებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

დროისა და ფუნქციების რაციონალურად გადანაწილების უნარი.


ე)  დაწინაურების კანდიდატს სპეციალური კურსი გავლილად არ ეთვლება:

გამოცდაში (გადაბარების გათვალისწინებით) 30 ქულაზე ნაკლების მიღების შემთხვევაში;

პიროვნული თვისებებისა და პროფესიული უნარების შეფასებისას 25 ქულაზე ნაკლების მიღების შემთხვევაში.

 

19. დეტექტივ-გამომძიებელთა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელთა სპეციალური გადამზადების        კურსებზე მსმენელთა შეფასება ხორციელდება შემდეგი წესით:

 

ა) კვალიფიკაციის შეფასება ხორციელდება 150 ქულიანი პროფესიული ტესტით, რომელიც შედგება:

50 ქულა – ინფორმაციის მოპოვება და რეალიზაცია (5 კაზუსი);

50 ქულა - ცალკეულ დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკა (5 კაზუსი);

25 ქულა – სისხლის სამართლის პროცესი (25 კითხვიანი ტესტი);

25 ქულა - დაკითხვის მეთოდიკა. 

 

ბ) კვალიფიკაციის შეფასებაში მსმენელმა უნდა მიიღოს 90 და მეტი ქულა, ამასთან „გამოძიების მეთოდიკა“-ში და „ინფორმაციის მოპოვება და რეალიზაცია“-ში არანაკლებ 30-30 ქულა, „დაკითხვის მეთოდიკა“-ში არანაკლებ 15, ხოლო „სისხლის სამართლის პროცესში“ არანაკლებ 12 ქულა;

 

გ) მსმენელმა გამოცდა უნდა გადააბაროს:

თუ მიიღო 60-89 ქულა;

თუ მიიღო 90 და მეტ ქულა, მაგრამ ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინიმალურ ქულაზე ნაკლები.

 

შენიშვნა: მსმენელმა უნდა გადააბაროს გამოცდის ის ნაწილი, რომელშიც მიიღო ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მინიმალურ ქულაზე ნაკლები. საერთო შეფასებაში 87-89 ქულის და „სისხლის სამართლის პროცესში“ 12-14 ქულის მიღებისას (როდესაც გამოცდის სხვა ნაწილების ბარიერი გადალახულია) მსმენელმა უნდა გადააბაროს „სისხლის სამართლის პროცესი“.

 

დ) ტაქტიკური მომზადების ჩათვლაში მსმენელები ასრულებენ ინსტრუქტორის მიერ მიცემულ დავალებებს, რომელებსაც 60 ქულიანი სისტემით აფასებს ინსტრუქტორი. 

 

ე) ტაქტიკური მომზადების ჩათვლაში მსმენელმა უნდა მიიღოს 30 და მეტი ქულა. 20-29 ქულის მიღებისას მსმენელს აქვს ჩათვლის გადაბარების უფლება.

 

ვ) ჩათვლა _ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება“ ტარდება ტესტირებით (25 კითხვა). 

 

ზ) ჩათვლაში _ „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება“ მსმენელმა უნდა მიიღოს 12 და მეტი ქულა. 8-11 ქულის მიღებისას მსმენელს აქვს ჩათვლის გადაბარების უფლება.

 

20. წვევამდელთა სპეციალური მომზადების, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტის სპეციალური წოდების მისანიჭებელი სპეციალური მომზადების კურსებზე მსმენელთა შეფასება ხორციელდება შემდეგი წესით:

ა) 50 კითხვიანი ტესტით ფასდება თეორიული ცოდნა;

ბ) საცეცხლე მომზადების პრაქტიკული სროლები ფასდება ამ მუხლის მე-13 პუნქტის შესაბამისად;

გ) მსმენელს კურსი გავლილად ეთვლება თუ მან პრაქტიკულ სროლებში აჩვენა დადებითი შედეგი და პროფესიულ ტესტში მიიღო 35 და მეტი ქულა;

დ) მსმენელს უფლება აქვს ერთხელ გადააბაროს პრაქტიკული სროლები, ასევე ტესტირება, თუ მან მიიღო 25-34 ქულა. 

 

21. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სტაჟიორთა/მოხელეთა მომზადების/გადამზადების კურსებზე გამოცდაში მსმენელმა უნდა მიიღოს 42 და მეტი ქულა. ასეთ შემთხვევაში მსმენელს გამოცდის გადაბარების უფლება აქვს 30-41 ქულის მიღებისას.

 

22. მსმენელი გაირიცხება კურსიდან გამოცდის გადაბარებისას 35 ქულაზე (საბაჟო-საგადასახადო ფაკულტეტზე - 42 ქულაზე) ნაკლების მიღების შემთხვევაში, ასევე მსმენელი გაირიცხება კურსიდან, თუ გადაბარების უფლების ორჯერ გამოყენების შემდეგ რომელიმე საგანში მიიღო 35 ქულაზე       (საბაჟო-საგადასახადო ფაკულტეტზე - 42 ქულაზე) ნაკლები ქულა.

 

23. კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მსმენელზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. კურსის წარჩინებით გავლის შესახებ სერტიფიკატი გაიცემა:

ა) დეტექტივ-გამომძიებელთა და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელთა სპეციალური გადამზადების        

   კურსების მსმენელზე – 120 და მეტი ქულის მიღების შემთხვევაში;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სტაჟიორთა/მოხელეთა 

   მომზადების/გადამზადების კურსების მსმენელზე – 90 და მეტი ქულის მიღების შემთხვევაში;

გ) სხვა კურსების მსმენელზე – 85 და მეტი ქულის მიღების შემთხვევაში.

 

24. გამოცდაში/ტესტირებაში არადამაკმაყოფილებელი შედეგების მიღების შემთხვევაში მსმენელს უფლება აქვს შედეგების გაცნობიდან 24 საათში გააპროტესტოს გამოცდის შედეგები შემდეგი წესით:

 

ა) მსმენელი გამომცდელი ლექტორის სახელზე პატაკს წერს, სადაც მიუთითებს, რომელ საკითხთან დაკავშირებით აქვს პრეტენზია;

ბ) ლექტორი საგამოცდო ნაწერს მსმენელთან ერთად განიხილავს და უსაბუთებს მიღებულ შეფასებას. ლექტორს მიღებული შეფასების გადასწორების უფლება არ აქვს;

გ) მსმენელის პრეტენზიის გაზიარების შემთხვევაში ლექტორი შეფასების გადასწორების შუამდგომლობით მიმართავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარეს;

დ) თუ მსმენელს ლექტორის არგუმენტები არ აკმაყოფილებს, იგი რექტორის სახელზე წერს პატაკს და ითხოვს მოხდეს მისი ნაშრომის გადახედვა კომისიური წესით;

ე) რექტორის თანხმობით საპრეტენზიო კომისია განიხილავს მსმენელის ნაშრომს, რის შემდეგაც კომისია უმატებს ნიშანს, ტოვებს იგივე ნიშანს ან აკლებს ნიშანს.

 

25. მსმენელს კურსი გავლილად არ ეთვლება:

 

ა) გამოცდაში (გადაბარების გათვალისწინებით) 35 ქულაზე ნაკლების მიღების შემთხვევაში;

ბ) საბოლოო შეფასებაში 50 ქულაზე ნაკლების მიღების შემთხვევაში;

გ) ორ ჩათვლაში (გარდა საცეცხლე მომზადების ჩათვლისა) უარყოფითი შეფასების მიღების შემთხვევაში;

დ) კურსებზე უარყოფითი რეკომენდაციის მიღების შემთხვევაში;

ე) აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრში სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსებზე      საბოლოო შეფასებაში 65 ქულაზე ნაკლების მიღების შემთხვევაში;

ვ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სტაჟიორთა მომზადების კურსებზე  საბოლოო შეფასებაში 70 ქულაზე ნაკლების მიღების შემთხვევაში.

 

26. კურსების დასრულების შემდეგ რექტორი გამოსცემს ბრძანებას შედეგებზე.  

 

27. შსს ტერიტორიულ ორგანოებში მისაღებ კანდიდატთა (უბნის ინსპექტორთა) სპეციალური მომზადების კურსები (შინაგანაწესის მე-12 მუხლის 23-ე და 25-ე პუნქტების გათვალისწინებით) მსმენელებს გავლილად ეთვლებათ, მიუხედავად საცეცხლე მომზადების ჩათვლაში მიღებული შეფასებისა.

 

 

28. შინაგანაწესის მე-12 მუხლის 27-ე პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას კურსების გავლის შესახებ ბრძანებაში ცალკე მიეთითება მსმენელები, რომლებსაც კურსი გავლილად ჩაეთვალათ და საცეცხლე მომზადებაში ჩათვლა არ მიუღიათ. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამის დანაყოფებს მიეცემა რეკომენდაცია, რომ სამსახურში მიღებული პირი აკადემიაში საცეცხლე მომზადების გასავლელად მოავლინოს გამოსაცდელი ვადის პერიოდში.

 

 

მუხლი 13. დასკვნითი დებულებები

 

1. შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად აკადემიის ყველა თანამშრომელისათვის.

 

2. შინაგანაწესი დაეგზავნება აკადემიის დანაყოფებს და გამოიკვრება აკადემიის შენობაში 

სპეციალურად გამოყოფილ თვალსაჩინო ადგილას და განთავსდება აკადემიის ვებ-გვერდზე.

 

3. თანამშრომლები და მსმენელები ვალდებული არიან გაეცნონ შინაგანაწესს. თანამშრომლის ხელწერილი შინაგანაწესის გაცნობის თაობაზე თავსდება მის პირად საქმეში.

 

4. შინაგანაწესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება რექტორის ბრძანებით.