« September 2010 »
SunMonTueWedThuFriSat
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930 
სასწავლო პროცესი
სწავლების მეთოდოლოგია

 

ლექციის მეთოდოლოგია


თითოეული დისციპლინის გაკვეთილი შედგება ორი აკადემიური საათისგან. თითოეული აკადემიური საათი შედგება 50 წუთისგან. 
პირველი ნახევარი საათი განვლილი მასალის წერილობით გამოკითხვას ეთმობა. მსმენელებს "PowerPoint"-ის საშუალებით მიეწოდებათ პედაგოგის მიერ წინასწარ შედგენილი კითხვები (ე.წ. “ქვიზები”). მსმენელები წერენ პასუხებს აღნიშნულ კითხვებზე. ქვიზები ემსახურება არა მარტო მსმენელების ობიექტურ შეფასებას, არამედ მათ მიერ მასალის საფუძვლიანად და სწორად ათვისებას: მათ აქვთ შესაძლებლობა ნახონ შესწორებული ქვიზები და შეიტყონ, სად დაუშვეს შეცდომა.

მეორე ეტაპზე მიმდინარეობს დისკუსია, ამ დროს ხდება იმ თემის განხილვა, რომელიც მსმენელებმა ქვიზის განმავლობაში დაწერეს. მსმენელები გამოთქვამენ მოსაზრებებს აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. ლექტორი ამ ეტაპზე გამოდის მედიატორის როლში, ის არეგულირებს დისკუსიის მსვლელობას. ასევე პერიოდულად ერევა დისკუსიის პროცესში და უსწორებს მსმენელებს დისკუსიის დროს დაშვებულ შეცდომებს.



შემდგომი 30 წუთი ეთმობა პრაქტიკულ სამუშაოებს

ტარდება პრაქტიკული სამუშაოების რამდენიმე ტიპი:

  • სიტუაციური ამოცანები. ლექტორი მთელ ჯგუფს ჰყოფს ოთხ პატარა ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს ეძლევა ორი ან სამი მაგალითი. (მაგალითის რაოდენობა დამოკიდებულია მის სირთულეზე). მსმენელები ჯგუფის წევრებთან ერთად სიტუაციას განიხილავენ, წერენ დარღვევებს, უთითებენ საერთაშორისო თუ შიდა კანონმდებლობიდან ამა თუ იმ ნორმებს. მაგალითის ჯგუფის შიდა განხილვის დასრულების შემდეგ ჯგუფიდან ერთ-ერთი წევრი აკეთებს მოხსენებას კონკრეტული დავალების შესახებ. ამის შემდეგ იწყება დისკუსია. სხვადასხვა ჯგუფის წევრები მორიგეობით უსვამენ კითხვებს მომხსენებელს.
  • ოქმების შევსება. მსმენელებს ურიგდებათ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმის წარმოების ოქმები. ისინი ავსებენ ოქმებს. შემდეგ შევსებული ოქმების გარჩევა ხდება მუშა ჯგუფში.
  • როლური თამაშები. როლური თამაშის დროს ხდება რეალური სიტუაციის მოდელირება საკლასო აუდიტორიაში. ხდება ისეთი სიტუაციების დადგმა, რომელშიც პროფესიული საქმიანობის დროს მსმენელებს ყველაზე ხშირად მოუწევთ მოხვედრა, მაგალითად ოჯახური და მეზობლური კონფლიქტები. ხდება როლების გათამაშება. შემდეგ ჯგუფში იმართება დისკუსია იმასთან დაკავშირებით, რა გააკეთეს მსმენელებმა კარგად და სად დაუშვეს შეცდომა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ როლური თამაშის ინსტრუქტორები არიან მოწვეული პრაქტიკოსი სპეციალისტები.

ბოლო 15 წუთის მანძილზე ლექტორი ხსნის ახალ მასალას. “PowerPoint”-ის საშუალებით ის აკეთებს პრეზენტაციას, გამოყოფს მომავალი ,,ქვიზის” ძირითად საკითხებს და ამასთან დაკავშირებით მსმენელებს აძლევს მითითებებს.