თითოეული კურსის ბოლოს მსმენელები აკადემიაში მიმდინარე პროცესებს აფასებენ. შეფასება ანონიმურ ხასიათს ატარებს, რაც თავის მხრივ განაპირობებს მსმენელების გულახდილობასა და ობიექტურობას. შეფასების ბოლოს მსმენელები კურსთან დაკავშირებით რეკომენდაციას გვაძლევენ.
მსმენელებს მიეწოდებათ შეფასების ფურცელი, რომლის დახმარებითაც სასწავლო პროცესის შინაარსობრივი და ორგანიზაციული მხარე ფასდება. შეფასების ფურცელზე მსმენელები ზოგადად სალექციო კურსს, ლექტორებს და საკუთარ მოლოდინებს, ინფორმაციის გამოსადეგობას და კონსპექტის შინაარსობრივ მხარეს აფასებენ. მსმენელები განსაზღვრავენ იმ მოლოდინებს, რომელიც კურსის დასაწყისში გააჩნდათ, მიუთითებენ გაუცრუვდათ თუ გაუმართლდათ ეს მოლოდინები.
სასწავლო პროცესის შინაარსობრივი მხარის შეფასება რამოდენიმე პარამეტრის მიხედვით ხდება:
- ლექციის შინაარსი,
- გაკვეთილის მეთოდი,
- პრაქტიკული მეცადინეობა,
- ლექტორის შეფასება,
- ლექტორის შეფასების ობიექტურობა.
|