ანა ჭიღიტაშვილი - ფაკულტეტის უფროსი დავით ქოჩლაძე - უფროსი ინსტრუქტორი მამუკა ქოიავა - უფროსი ინსტრუქტორი
უბნის ინსპექტორთა მომზადების ფაკულტეტი ფაკულტეტი ახორციელებს:
- პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში მისაღები კადრების მომზადების 6 კვირიან კურსს.
ფაკულტეტი საპატრულო პოლიციის ფაკულტეტთან ერთად ახორციელებს უბნის ინსპექტორთა საბაზისო მომზადების კურსებს.
პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში მისაღები კადრების მომზადების კურსის მიზანია მსმენელები დაეუფლონ იმ საბაზისო ცოდნას, რომელიც აუცილებელია კრიმინალური პოლიციის თანამშრომელთათვის.
კურსის მიმდინარეობისას განიხილება შემდეგი საკითხები:
- ტერიტორიული ორგანოს (უბნის ინსპექტორების) თანამშრომლების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები;
- პოლიცია და ადამიანის უფლებები;
- დანაშაულის კვალიფიკაცია;
- სისხლის სამართლის პროცესი;
- ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი;
- საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიცია;
- შემთხვევის ადგილის მენეჯმენტი;
- ფსიქოლოგიური საკითხები დაკითხვის პროცესში;
- ცალკეულ დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკა (ნაკლებად მძიმე დანაშაულები);
- სამოქალაქო სამართალი ინსპექტორ-გამომძიებლების საქმიანობაში;
- ადმინისტრაციული სამართალი;
- ოჯახური ძალადობა.
სხვა ღონისძიებები
ფაკულტეტზე მომზადდა შემდეგი სახელმძღვანელობები:
-
-
-
- ცალკეულ დანაშაულთა გამოძიების მეთოდიკა;
- ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;
- ქსპერტ-კრიმინალისტების სახელმძღვანელო.
აღნიშნული სახელმძღვანელოები ემსახურება პოლიციის თანამშრომლების მომზადებას. შსს აკადემიის სპეციალური მომზადების ცენტრში 2006 წლის 5 ივნისს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტერპოლის თანამშრომლების გადამზადების კურსი. ფაკულტეტის მიერ "Power Point"-ის პრეზენტაციისა და როლური თამაშების მეშვეობით ჩატარდა ლექციები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საერთაშორისო სამართლის ხელშეკრულებებს, ექსტრადიციის საკითხებსა და მიმოწერის სამართლებრივ კულტურას. კურსის დასრულების შემდეგ გაიცა სერთიფიკატები. აშშ საელჩოს ხელშეწყობით მოეწყო იმიტირებული შემთხვევის ადგილები დახურულ სივრცეში, სადაც მიმდინარეობს პრაქტიკული მეცადინეობები შემთხვევის ადგილის მენეჯმენტში.
სამომავლო გეგმები
 მიმდინარეობს მუშაობა სახელმძღვანელოების მოდიფიცირებასა და მათ დახვეწაზე. მიმდინარეობს სქემატურ დანართზე მუშაობა, სადაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა სქემების სახით იქნება ასახული.
|