სპეციალური ტაქტიკური მომზადების განყოფილება
განყოფილების უფროსი
ილია ჯოხაძე

მთავარი ინსტრუქტორი
გიგა ურუშაძე
უფროსი ინსტრუქტორი
ხვიჩა პატარიძე
განყოფილების ელექტრონული მისამართი
სპეციალური ტაქტიკური მომზადების განყოფილების მიზანი:
პოლიციელის როგორც პირადი, ასევე გარშემომყოფთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ძალის კანონიერად გამოყენება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.
სპეციალური ტაქტიკური მომზადების საქმიანობის სფერო:
1. საბაზისო მომზადების და მოქმედ თანამშრომელთა გადამზადება; 2. მსემენელების ფიზიკური, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება; 3. ცეცხლსასროლ იარაღთან უსაფრთხო მოპყრობა (თეორია და პრაქტიკა); 4. ეჭვმიტანილის დაკავების მეთოდები. (თეორია და პრაქტიკა) ფიზიკური ვარჯიშები; 5. პოლიციელების ხელთ არსებული აღჭურვილობის (პოლიციის სპეციალური საშუალებების: ხელბორკილების, ხელკეტების და ა.შ.) გამოყენება/მოხმარება (თეორია და პრაქტიკა); 6. შენობის, ავტომანქანის, ეჭვმიტანილის ჩხრეკა/დათვალიერება (თეორია და პრაქტიკა); 7. ტაქტიკური მომზადების განყოფილების თანამშრომლები მსმენელებისთვის პრაქტიკული უნარების გამომუშავების მიზნით იყენებენ ,,ფეინთბოლსა” და ვიტრუალურ ტირს. მათ შემუშავებული აქვთ დამნაშავის დაკავების სპეციალური სცენარები, რომლის მიხედვითად მიმდინარეობს როლური თამაში; 8. ასევე მათ უყალიბდებათ პოლიციელისთვის აუცილებელი მრავალი სხვა პრაქტიკული უნარ-ჩვევები. ტაქტიკური განყოფილების თანამშრომლები ატარებენ იარაღის შენახვის, გამოყენებისა და მოხმარების წესების სამდღიან კურსებს, რომლებსაც გადიან შსს-ს ყველა დეპარტამენტის თანამშრომლები ტაბელური იარაღის მისაღებად; 9. ტაქტიკური განყოფილების თანამშრომლები ასევე ატარებენ ინკასატორებისთვის სპეციალური ტაქტიკური მომზადების კურსს.
მიმდინარე საქმიანობა:
1. შინაგან საქმეთა სამინისტროს დეტექტივის და დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლების სპეციალური გადამზადების კურსი; 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლეთა გადამზადების კურსი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის ოპერატიულ ქვედანაყოფებში მოსამსახურეთა თანამდებობრივი დაწინაურების კანდიდატების სპეციალური გადამზადების კურსი; 3. საპატრულო პოლიციის საბაზისო მომზადების კურსი; 4. საუბნო პოლიციის საბაზისო მომზადების კურსი; 5. მესაზღვრეთა საბაზისო მომზადების კურსი; 6. საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორთა და მეთაურთა გადამზადების კურსი; 7. მანდატურთა საბაზისო მომზადების კურსი; 8. წვევამდელთა სპეციალური მომზადების კურსი; 9. ინკასატორთა საცეცხლე მომზადების კურსი; 10. გარემოს დაცვის გამომძიებელთა საცეცხლე მომზადების კურში; 11. დაცვის პოლიციის თანამშრომელთა გადამზადების კურსი;
|