მთავარი
უბნის ინსპექტორთა მომზადების ფაკულტეტი

 

უბნის ინსპექტორთა მომზადების ფაკულტეტი


მამუკა ქოიავა          ფაკულტეტის უფროსი    email: m.koiava@mia.gov.ge

 

 

ფაკულტეტის მიზანია 

 

შემუშავებული სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე სამინისტორს მომავალ და მოქმედ თანამშრომლებს:

ასწავლოს პოლიციელის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, ამოცანები მისი უფლებები, მოვალეობანი და სოციალური დაცვის გარანტიები;

ასწავლოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართალწარმოება და მომხდარი სამართალდარღვევისათვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება;

განუმტკიცოს ის ცოდნა, რაც საჭიროა პრაქტიკული საქმიანობისას სათანადო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების, ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზისათვის;

ასწავლოს შემთხვევის ადგილის დაცვა და დათვალიერება, ასევე გარეგნობის ნიშნების მიხედვით ,,სიტყვიერი პორტრეტის” შედგენა და კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე სათანადო ექსპერტიზების დანიშვნა;

გამოუმუშაოს ფიზიკურ, საცეცხლე და სპეციალური საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებული საჭირო უნარები.

 

ფაკულტეტის საქმიანობის სფეროები:

 

სასწავლო პროგრამების შემუშავება და მათი სისტემატური განახლება;

სასწავლო პროგრამების შესაბამისობაში მოყვანა სკანონმდებლო ცვლილებებთნ;

პრაქტიკაში არსებული პრობლემური საკითხების შესწავლა, დამუშავება და სასწავლო პროგრამის თემატიკაში მათი ასახვა;

უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების სწავლების სრულყოფის მიზნით, საქართველოს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და ტერიტორიული ორგანოების შესაბამის ქვედანაყოფებთნ და საერთაშორისო ორგანიზაციებთნ თანამშრომლობა;

უბნის ინსპექტორ-გამომძიებლების მომზადება და გადამზადება;

ექსპერტ-კრიმინალისტთა მომზადება და გადამზადება;

მეხანძრე-მაშველების გადამზადება.