სიახლეები
სიახლეები
2017-03-27
შსს-ს აკადემიის ინსტრუქტორებს პოლიციის ოფიცერთა გადამზადების კურსი ჩაუტარდათ

შსს-ს აკადემიის ტაქტიკური მომზადების სამსახურისა და საპატრულო პოლიციის ინსტრუქტორებს, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით, ოფიცერთა გადამზადების კურსი  ჩაუტარდათ.

 

ვრცლად...   
2017-03-24
საქართველოს პროკურატურასა და შსს-ს აკადემიას შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პროკურატურამ შსს-ს აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმა. მემორანდუმს ხელი მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ და შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ მოაწერეს.

ვრცლად...   
2017-03-24
შსს-ს აკადემიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა მოაწერეს ხელი.

ვრცლად...   
2017-03-22
შსს-ს აკადემიას აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტომ სპეციალური სასწავლო აღჭურვილობა გადასცა

შსს-ს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე, აკადემიის წარმომადგენლებთან ერთად, აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) ბირთვული გაუვრცელებლობის პროგრამის კონტრაქტორის „Parsons გავერმენთ სერვისი ინთერნეიშენალ ინქ.“ წარმომადგენელს, საქართველოს სახმელეთო საზღვრის პროექტის (GLBP) მენეჯერის მოადგილეს - ფრეინ რაკს შეხვდა.

ვრცლად...   
2017-03-22
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ადამიანთა უფლებების დაცვის თემაზე ტრენინგი ჩაუტარდათ

შსს-ს აკადემიაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე ხუთდღიანი ტრენინგი ჩაუტარდათ.

ვრცლად...   
2017-03-21
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნა

შსს-ს აკადემიას დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდები ეწვივნენ. მათ აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ უმასპინძლა.

ვრცლად...   
2017-03-21
შსს-ს აკადემიის რექტორმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა

შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ მესაზღვრე ოფიცერთა  გადამზადების კურსში   მონაწილე 12 მესაზღვრე ოფიცერს მესაზღვრის პროფესიული დღე მიულოცა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

 

ვრცლად...   
2017-03-20
შსს-ს აკადემიის რექტორმა აკადემიის წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვა

შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ  საპოლიციო რეგულირების სფეროში საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამის და სამართლის საბაკალავრო პროგრამის  2016-2017 წლის პირველი სემესტრის ყველაზე წარჩინებული მაგისტრანტი, სანდრო ჯანელიძე და მეორე კურსის სტუდენტი, ლიდა ხადილაშვილი სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვა.

ვრცლად...   
2017-03-18
მესაზღვრეებს სპეციალური გადამზადების პროგრამა უტარდებათ

შსს-ს აკადემიაში, აშშ-ს საელჩოს ექსპორტის კონტროლისა და სასაზღვრო უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ოფიცერთათვის   სპეციალური გადამზადების ერთ თვიანი პროგრამა დაიწყო.

ვრცლად...   
2017-03-15
შსს-ს აკადემიაში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

შსს-ს აკადემიაში სამართლის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველი აბიტურიენტებისა და სხვა დაინტერესებულ პირთათვის ღია კარის დღე გაიმართა. სტუმრებს შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ თანამშრომლებთან და აკადემიის კურსდამთავრებულთა საზოგადოების მაგისტრებთან ერთად უმასპინძლა.

 

ვრცლად...